ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის თავზე დაფიქსირებულ აეროსტატზე - ჩინეთს არცერთი სუვერენული ქვეყნის ტერიტორია და საჰაერო სივრცე არ დაურღვევია

ჩინეთს არასდროს დაურღვევია არცერთი სუვერენული ქვეყნის ტერიტორია და საჰაერო სივრცე, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც უწყება აშშ-ის თავზე საჰაერო ბუშტის გამოჩენას ეხმაურება.

„ეს არის სამოქალაქო აეროსტატი, რომელიც გამოიყენება კვლევებისთვის, ძირითადად, მეტეოროლოგიური კვლევისთვის. დასავლეთის ქარის გავლენით და შეზღუდული თვითმართვის შესაძლებლობებით, საჰაერო ბუშტმა დაგეგმილი კურსიდან მნიშვნელოვნად გადაუხვია“, - აცხადებენ ჩინეთის საგარეო სამინისტროში.

უწყების მტკიცებით, აშშ-ში ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედია საშუალება ინციდენტს ჩინეთზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის საბაბად იყენებს.

„პეკინი არ მიიღებს რაიმე უსაფუძვლო ვარაუდს ან აჟიოტაჟს“, - აცხადებენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, პენტაგონმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს. მოგვიანებით კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საჰაერო ბურთი ლათინური ამერიკის თავზეც გამოჩნდა. ინციდენტის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა