პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის, ანტონიო კოსტას განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის.
ანტონიო კოსტას განცხადებით, Leopard 2-ის ტანკების შესაკეთებლად საჭირო ნაწილების მოსაპოვებლად მოლაპარაკებებს გერმანიასთან აწარმოებს.
„ამჟამად ვმუშაობთ, რომ შევძლოთ ჩვენი ზოგიერთი ტანკის გაცემა. ვიცი, რამდენი ტანკი გაიგზავნება უკრაინაში, მაგრამ ამის შესახებ განცხადება შესაბამის დროს გაკეთდება“, - აღნიშნა პორტუგალიის პრემიერმა.