დიმიტრი მედვედევი - ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ყირიმზე კიევის თავდასხმების შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება.

„ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება“, - უპასუხა მედვედევმა კითხვაზე, აიძულებს თუ არა ყირიმზე დარტყმები რუსეთს, უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

ამასთან, მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზადაა ყველა სახის იარაღი გამოიყენოს.

„ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს და, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი ჩვენი დოქტრინალური დოკუმენტების შესაბამისად, ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით. გარწმუნებთ, რომ პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და დამაჯერებელი”, - აღნიშნა მედვედევმა.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის