გიგა ბოკერია - დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს - ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა

დასავლეთი გვხედავს პუტინის ბანაკში, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს.

„ეს რეჟიმი ცდილობს შეინარჩუნოს ბუნდოვანება. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და უფრო საზიანო ღალატია, ფუნდამენტურად ანტიდასავლურ, ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა თითქოს ომი უნდა დასავლეთს საქართველოში. მეორე მხრივ, იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც მყარი პროდასავლური შეხედულებები აქვს, მაგრამ სტატუსკვოს უჭერს მხარს, რაღაც ხავსს ტოვებს, თითქოს რაღაც დადებითი მოხსენება იყო და მუშაობენ, მაგრამ ოპოზიცია ხელს უშლით.

არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს სიცრუეები, რაც წლების განმავლობაში გაუვიდათ, ახლაც გაუვიდეთ იმიტომ რომ ეს გზა, ვითომ ბალანსი რეალურად არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაღუპვა. ის, რასაც აკეთებენ დასავლური სამყაროს დემონიზებისთვის არის პირდაპირ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს გამოიხატება იმაში, რომ დღეს დასავლეთი გვხედავს პუტინის ბანაკში, რითაც არ უნდა ახსნან ეს, უკვე კატასტროფაა ქვეყნისთვის იმიტომ რომ საქართველო რჩება დაუცველი, თუ ის იზოლირებულია დასავლეთისგან. ჩვენ გველის 90-იანების ბედი, როდესაც დასუსტებულმა რუსეთმა გადაგვიარა და გენოციდი მოგვიწყო, თუ ეს რეჟიმი არ შევცვალეთ და ამ ჭაობიდან არ ამოვედით”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა