ბექა ოდიშარია - სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს - ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მგონი, მართლა მარტო პენიტენციური სისტემა და საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა, ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მართლაც ამ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე თუ რა ბედი ეწევა ქვეყანას, მაშინ თუ სააკაშვილს რამე შეემთხვვევა, ოდიშარია პასუხობს, რომ უსამართლო ამბავია, როდესაც ერთი ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს ის, გარკვეულ პროცესზე გადიოდეს ქვეყნის და მთელი ქართველი ხალხის ბედ-იღბალი.

ოდიშარიას მოსაზრებით, ასეთი მიდგომა არც ევროპის და არც დასავლეთის მხრიდან სამართლიანი არ არის.

„ჩვენთვის გაუგებარია, როდესაც გთხოვენ, შენ ჩამოანგრიო სამართლიანი სახელმწიფო და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროპულ ოჯახში. ეს რა მიდგომაა? თუ მოგიწოდებენ, რომ შენ სამართლის საწინააღმდეგოდ იარო და ერთი პატიმრის მხოლოდ იმ გამოგონილი მიზეზებით გაათავისუფლო ის, მაშინ რა ვუყოთ 8 000 პატიმარს, რომელთაგან 7 000 ალბათ, გაცილებით უფრო ნაკლები მძიმე დანაშაულისთვის იხდის მსჯავრს. იმათმაც რომ გამოაცხადონ შიმშილობა და თავი სიგამხდრემდე მიიყვანონ მაშინ, რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ?! თუ თანახმა ვარ, რომ ყველა პატიმარი გამოვუშვათ? არ ჭამას და ვერ ჭამას შორის დიდი სხვაობაა. ჩვენ ექიმებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც მასთან მუდმივად არიან, გვესმის, რომ როდესაც გარკვეული პერიოდია და მას მოსწონს რაღაც საკვები, ის იღებს ამ საკვებს.

როდესაც ცენტრი „ემპათია“, თუ სხვა გაურკვეველი პირები კონსულტაციას აძლევენ, რომ მან მიიღოს ნაკლებკალორიული საკვები, ეს არის უბედურება. ეს ადამიანები ამ ადამიანს არ გულშემატკივრობენ. ამ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მგონი, მართლა მარტო პენიტენციური სისტემა და საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა, ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მართლაც ამ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, რომელსაც ხელს უწყობენ, არ მინდა ოჯახს შევეხო, მაგრამ ადამიანები, ვინც მას კონსულტაციას უწევენ და უბიძგებენ ამისკენ, ვგულისხმობ გარკვეულ სამედიცინო ჯგუფს, რომელიც პენიტენციურის სისტემისა და „ვივამედის“ კლინიკის მიღმაა, ასევე ვგულისხმობ პოლიტიკური ჯგუფს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ ანაღვლებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა. პირიქით, რაც უფრო დასნებოვნებული იქნება სააკაშვილი, მით უფრო ეს არის თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგის ძირითადი ნაწილი“, - აცხადებს ოდიშარია.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას