პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

"აღინიშნა, რომ ზედიზედ ორი წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, - 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა, რაც მთავრობის სწორმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ინფლაციის შემცირებაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება.

საუბარი შეეხო სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-ის მიერ გამოქვეყნებულ საკრედიტო რეიტინგს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა.

სხდომის წევრებმა მსხვილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა