კიბოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდა

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობების მსგავსად, თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღის მიზანია კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რათა ყოველწლიურად, ლეტალობის მილიონობით შემთხვევა იქნას თავიდან არიდებული.

„ამ დღის აღნიშვნის იდეა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირს (UICC) ეკუთვნის. ორგანიზაცია ხელისუფლებებსა და ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადასარჩენად. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დევიზია „ერთად აღმოვფხვრათ ხარვეზები“.

თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობაში კიბოს გავლენის შემცირებას. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის) ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამებს ახორციელებს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 27 160 600 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა