ამ კვირის განმავლობაში რუსები მთელი ძალებით ბახმუტის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
„ამ კვირის განმავლობაში ფრონტიდან ყველა ოფიციალური ცნობა რომ შევაჯამოთ და მოკლედ აღვწეროთ - ამ კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარები მთელი ძალებით ჩვენი დაცვის გარღვევას და ბახმუტისთვის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, გაშალეს დიდი შეტევითი მოქმედებები ლიმანის მიმართულებით. თუმცა ჩვენი მეომრების სიმტკიცის გამო წარმატებას ვერ მიაღწიეს“, - წერს მალიარი.