ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია.
ლაშა შავდათუაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრაზილიელი დანეილ კარგნინი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია პარიზის გრან სლემზე გასული წლის შედეგი გაიმეორა.
პარიზში კიდევ რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.