„ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს ყრილობა გაიმართება

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება. სხდომა დღეს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.

პარტიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად დამტკიცდება თანამდებობაზე. ლევან ხაბეიშვილი გუნდის წევრებს მიმართავს და მათ საკუთარ გეგმას გააცნობს.

დღევანდელ შეკრებაზე პარტიის ლიდერები, წევრები და ასევე, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, დღეს დაგეგმილი ყრილობა ძირითადად, ტექნიკური ხასიათის იქნება. ამასთან, დღევანდელ ყრილობაზე შესაძლოა გაირკვეს, თუ ვინ დაიკავებს პარტიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს.

ცნობისთვის, 28-29 იანვარს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა