გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ადამიანი აღარ არსებობს - არის ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს

ადამიანი აღარ არსებობს - არის ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ მედიას „ვივამედთან“ განუცხადა.

როგორც მან ყოფილი პრეზიდენტის მონახულებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„საშინელი მდგომარეობა, ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის საუბარი, ადამიანი აღარ არსებობს - არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს“, - განაცხადა ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ირწმუნება, რომ ოჯახის წევრების მიერ საკვები რაციონი გაზრდილია, რაზეც ალასანიამ განმარტა, რომ მასთან ზუსტად იგივე საკვები მოიტანა, რაც ყოველდღიურად მოაქვს.

„კარგით რა, ზუსტად იგივე მოვიტანე, რაც ყოველ დილით მომაქვს“, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა ცნობილი უცხოური მედია იუწყება.

„ევროსაბჭომ და ევროკავშირმა რეზოლუცია მიიღო. ახლა საგანგებო სხდომა ჩატარდა აპირებენ რეზოლუცია კიდევ მიიღონ, ასევე უკრაინის რადა რეზოლუციას იღებს. არის სამიტი, სადაც მუდმივად ჩემს შვილზე საუბარია. უცხოური ცნობილი გაზეთი აღარ დარჩა, სადაც ინფორმაცია ჩემს შვილზე არ იყოს. მე არ ვიცი, მეტი რაღა უნდა იყოს. მე საქართველოში მეორე ასეთი ადამიანი არ მეგულება, რომელზეც შეიძლება ასეთი ხმაური ატეხილიყო“, - აღნიშნა ალასანიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა