ნაფტალი ბენეტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას პირობა მისცა, რომ არ მოკლავდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

ბენეტმა აღნიშნა, რომ მან ჰკითხა პუტინს იმის შესახებ, აპირებდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას.

”მე ვკითხე: გეგმავთ ზელენსკის მოკვლას?“ მან თქვა: „მე არ მოვკლავ ზელენსკის.“ მე ვუთხარი მას „ეს ისე უნდა გავიგო, რომ შენ მაძლევ სიტყვას, რომ არ მოკლავ ზელენსკის“. მან თქვა: „მე არ ვაპირებ ზელენსკის მოკვლას”,- განაცხადა ბენეტმა.

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, შემდეგ დაურეკა ზელენსკის, რათა შეეტყობინებინა პუტინის დაპირება.

"მისმინე, მე გამოვედი შეხვედრიდან, ის არ აპირებს შენს მოკვლას." ის მეკითხება: "დარწმუნებული ხარ?" მე ვუთხარი - "100% ის არ მოგკლავს", - ამბობს ბენეტი.

შეგახსენებთ, ნაფტალი ბენეტი ლიდერებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დასაწყისში, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მედია აღნიშნავს, რომ ბენეტის სამშვიდობო მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა