გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ სააკაშვილი - საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ახორციელებს იმ საფრთხეს, რომელიც პუტინმა წლების წინ დაიწყო

ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ სააკაშვილი - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Deutche Welle-სთან განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა, რომელიც ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ძირითადად, ახორციელებს იმ საფრთხეს, რომელიც პუტინმა წლების წინ დაიწყო.

“რამდენიმე კომპეტენტური დამოუკიდებელი კომისია, მათ შორის, აშშ, აკვირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და ყველამ განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. პრობლემები, რომლებიც ვერ გადაიჭრება, თუ ის დარჩება პატიმრობაში. ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ მას სხეულში აქვს მეტალები, რაც აჩვენებს, რომ ის შესაძლოა, მოწამლული ყოფილიყო. ეს ყველაფერი განაპირობებს მისი ციხიდან გაყვანის და ნორმალური მოპყრობის აუცილებლობას.

მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კრიტიკული ვიყავი მის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ის დეტალებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ის, შეიძლება რაღაცას აკეთებს არასწორად ან იყო რაღაცები, რაც მან დაარღვია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ ის. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ ის პოლიტიკურად თუ არა. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ძლიერი ზიანი ჩვენი ეროვნული იდენტობის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხა რუსული აგრესია, ახალი აგრესიული პოლიტიკით, რომელიც პუტინმა, ძირითადად, 2007 წელს გამოაცხადა, ჩვენ ვიყავით პირველი მსხვერპლი. სააკაშვილი პუტინის აგრესიას დაუდგა, ახლა კი, საქართველოს მთავრობა, რომელიც ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ძირითადად, ახორციელებს იმ საფრთხეს, რომელიც პუტინმა წლების წინ დაიწყო” , - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა