გიული ალასანია - ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილის მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია, სიკვდილი გარანტირებულია - რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებას, არსებობს კიდევ სტრასბურგი და ჩვენ ვაპირებთ ვიმოძრაოთ

ბოლო 24 საათში 38 ჰქონდა სიცხე, შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედშიმიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს წელიწადი და 6 თვეა, რაც „ცა არ დაუნახავს“.

„ბოლო 24 საათში 38 სიცხე ჰქონდა, შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები, ძალიან სუსტად ვარო, სულ მიმეორებდა. რა არის გასაკვირი, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ მოწამლულია და მძიმე მეტალები ორგანიზმშია, გარდა ამისა, ადამიანს წელიწადი და 6 თვეა ჟანგბადი არ აქვს, ცა და მზე არ დაუნახია.

ზუსტად იგივე მოვიტანე, რაც ყოველდღე მომაქვს. დღეს ცოტა განსხვავებული და სხვათა შორის არა მგონია კალორიების მხრივ განსხვავებული, უბრალოდ თვითონ თქვა, რომ ხვალ იქნებ ეს [მომიტანო].. რასაც მეუბნება ის მომაქვს ხოლმე. მოვისმინე, რომ ასეთ დროს არ უნდა დააძალო, რაც თვითონ მოუნდება, ის უნდა მოუტანო. რაღაცა ნაწილს შეჭამს, მიღება უჭირს.

წინა პროცესმა დამარწმუნა, რომ ამ პირობებში მის მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ, სიკვდილი გარანტირებულია. ექიმებზე კარგის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მკურნალ ექიმებზე, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვთ, ექთნებზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ზემოდან არის ძალიან არაადეკვატური დამოკიდებულება“, - განაცხადა ალასანიამ.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ამ შემთხვევაში ოჯახი ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, არსებობს კიდევ სტრასბურგი, ჩვენ ვაპირებთ ვიმოძრაოთ“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა