ანა წითლიძე - ვისურვებდი, ნიკა მელია იყოს ყრილობაზე - ის არასდროს გაწეულა არცერთი ბრძოლიდან, ყოველთვის იყო ბრძოლის წინა ხაზზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად ჩაიბარებს, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია არ ესწრება.

როგორ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი არ ნიშნავს, რომ ნიკა მელია პარტიიდან მიდის.

მისი თქმით, ნიკა მელია პარტიაში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.

„ვისურვებდი, რომ ნიკა მელია იყოს ყრილობაზე. მე აქ ვხედავ ადამიანებს, ვინც ნიკა მელიას მისცეს ხმა და წარმოდგენილები არიან ყრილობაზე. ყველას უნდა ესმოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს პარტია არ არის კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარის პარტია, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მე ვისურვებდი, რომ აბსოლუტურად ყველა იყოს. ნიკა მელიამ არა ერთხელ თქვა, რომ ის რჩება პარტიაში და არ აპირებს წასვლას და მე არ ვთვლი, რომ ნიკა მელია გაიწია. ნიკა მელია არასდროს გაწეულა არც ერთი ბრძოლიდან, ყოველთვის იყო ბრძოლის წინა ხაზზე, ავანგარდში და იქნება ყველგან, სადაც დასჭირდება რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლას და სადაც დასჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა