ლევან ხაბეიშვილი - უახლოეს პერიოდში, თბილისის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ახალი ოფისი - არცერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი, 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ მუხლჩაუხრელ მუშაობას

უახლოეს პერიოდში, თბილისის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ახალი ოფისი-არცერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი. 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ, მუხლჩაუხრელ მუშაობას , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყრილობაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში რაიონებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისები გაიხსნება.

„დაპირების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში რაიონებში დავიწყებთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისების გახსნას, ჩვენ უკვე შევქმენით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი ჩალაძე.

უახლოეს პერიოდში, თბილისის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ახალი ოფისი, ჩავატარებთ დედაქალაქში თბილისის კონფერენციას, ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას, ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობას, ახალგაზრდებს დამოუკიდებელი სივრცე ექნებათ.

ოფისების, შტაბების გახსნის პარალელურად, დავიწყებთ რეგიონული და რაიონული კონფერენციების მომზადებას. არცერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი. 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ, მუხლჩაუხრელ მუშაობას“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა