ნიკოლოზ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე - მიშა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, მითხრა, ძალიან ნაწყენი ვარო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე, გიორგი არევაძეს მიმართავს, გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღოს და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, რადგან თავად უთხრა, რომ „ძალიან ნაწყენია“.

„მინდა მივმართო, იფიქრეთ საქართველოზე. ღმერთმა არ ქნას მისი დაღუპვა და დაინვალიდება, ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს. მაგალითად, მე რომ ვიყო დღეს რაღაც კომისიის თავმჯდომარე, ხელს მოვუწერდი მიშას კი არა, ნებისმიერს. ამ დროს, როდესაც ასეთი კაცი არის დასახსნელი, შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა, ეს მწყინს, არის მე იქით, შენ იქით, შენ ის გინდა, მე ეს არ მინდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ. ენა, აზროვნება იმისთვის არის. არცერთ მათგანს არ აკლია არც ლოგიკა, არც განათლება. ქვეყნისთვის იზრუნეთ ხალხო. ნამდვილად ვიცი ერთი რამ, მიშა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, მე ქართულ პოლიტიკაში არასდროს ვიქნები, ძალიან ნაწყენი ვარო“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე არის ჩანიშნული. პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა