გიორგი ჩალაძე - მოლოდინია, რომ სააკაშვილს ქვეყნიდან დროულად გაიყვანენ, თუკი ასე არ მოხდება, სამართლიანი პროტესტი მიიღებს პროცესებს, რომელსაც თვითონ ხალხი მართავს, ვერ გააჩერებთ ვერავის - ნუ გვეშინია, რევოლუციაც კარგია

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით რამდენიმე სავარაუდო გეგმა არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გაიყვანენ, სამართლიანი პროტესტი დაიწყება.

„არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. შტაბის და პარტიის ერთობლივი მუშაობის შედეგად არსებობს გეგმა, რომელიც განხორციელდება სავარაუდო გადაწყვეტილებიდან, რასაც მოსამართლე მიიღებს. იქნება ან გეგმა A, გეგმა B ან გემა C”,- განაცხადა ჩალაძემ.

მისივე განმარტებით, სამართლიან პროტესტს ხალხი მართავს და ამას ვერავინ შეაფერხებს.

„მოლოდინი არის ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნიდან დროულად გაიყვანენ. თუკი ეს ასე არ მოხდება, სამართლიანი პროტესტი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია მწიფდება, მიიღებს იმ პროცესებს, რომელსაც თვითონ ხალხი მართავს, ვერ გააჩერებთ ვერავის“, - აცხადებს ჩალაძე.

კითხვაზე, რამდენად სწორია ამ კონტექსტში სიტყვა ომის გამოყენება, ჩალაძე განმარტავს, რომ ეს სამართლიან პროტესტს გამოხატავს.

„ნუ გვეშინია, რევოლუციაც კარგია, მე მომხრე ვარ, რომ უსამართლობა დასრულდეს. ნებისმიერი ფორმა, რაც საჭირო გახდება, უნდა დასრულდეს ეს უსამართლობა“, - განაცხადა ჩალაძემ.

მისივე თქმით, სიტყვა ომით პროპაგანდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ტანკებით დადიოდნენ, არის მიუღებელი.

„თუკი პროტესტის მონაწილეების სამართლიანი მოთხოვნა არ კმაყოფილდება, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, პროცესი ავტომატურად აჩვენებს. სიტყვა ომის პროპაგანდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ტანკებით დადიოდნენ, არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ დაცინვა. ამით ვინმეს დამუნათება არის სირცხვილი და კგბ-ს მეთოდები. ადამიანების სამართლიან პროტესტს წინ ვერავინ დაუდგება“, - განაცხადა ჩალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა