ლევან ხაბეიშვილი - ხვალ, 17:00 საათზე ყველას სასამართლოსთან გელოდებით

პირველი 1 თვე დავკავდები ლოჯისტიკის დალაგებით, ცხადია, პარალელურად უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამიტომ ხვალ, 17:00 საათზე ყველას სასამართლოსთან გელოდებით , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, პარტია ხვალიდან სტრუქტურულად დაიწყებს მუშაობას.

"პარტიის ყრილობაზე დამტკიცდა პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, აირჩა ახალი პოლიტიკური საბჭო და ვაკანტური დარჩა პოლიტსაბჭოს უმრავლესობა, რომელიც არჩევითი იქნება. შესაბამისად, ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ შიდაპარტიულ არჩევნებში.

ეს გადაწყვეტილებები დაჩქარებულ წესით იმიტომ მოხდა, რომ პარტიამ სწრაფად გააგრძელოს ფუნქციონირება, მათ შორის, არ შეექმნას ბიუროკრატიული პრობლემები. დღეს ყველა ეს ბიუროკრატიული პრობლემა გადაჭრილია, პარტია ხვალიდან სტრუქტურულად დაიწყებს მუშაობას. მე პირობა მივეცი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ჩვენს ხალხს, ვინც ელოდება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას, რომ დავიწყებთ მოქმედებას. პირველი 1 თვე დავკავდები ამ ლოჯისტიკის დალაგებით, ამასობაში, ცხადია, პარალელურად უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამიტომ ხვალ, 17:00 საათზე ყველას სასამართლოსთან გელოდებით“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა