თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა ოსმანიეს პროვინციაში დაიღუპა, 10 კი - შანლიურფაში, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
მიწისძვრის ეპიცენტრი შანლიურფას პროვინციაში დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. თურქი სეისმოლოგების შეფასებით კი კი მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა
მიწისძვრის შედეგად რამდენიმე შენობა ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, საბერძნეთში, სირიაში, ისრაელსა და კვიპროსში.