ჩრდილოეთ სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 8 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ სირიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ.

„აზაზისა და ალ-ბაბის რეგიონებში რვა ადამიანი დაიღუპა,” - განუცხადა „ფრანს-პრესს“ საავადმყოფოს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ დაღუპულების რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სირიის სამოქალაქო თავდაცვის, სამძებრო-სამაშველო სამსახურის წევრებმა გაავრცელეს ვიდეო თურქეთის საზღვართან მდებარე იდლიბის პროვინციის ქალაქ სალკინიდან და განაცხადეს, რომ დანგრეული შენობების ქვეშ მყოფი ადამიანების გადასარჩენად მუშაობა დაწყებულია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა