„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით თბილისში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა, რომელიც 5 500 კვ.მ-ზეა განთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანი“ ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ევროა.

„ბანკის ფინანსური მხარდაჭერა სასტუმროს და რესტორნის რემონტსა და მის კეთილმოწყობას მოხმარდა. სასტუმრო ორ თაუერს მოიცავს, რომელსაც 100 ნომერი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი, რესტორანი და საპარკინგე სივრცე აქვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ დახმარებით შევძელით ახალი პროექტის განხორციელება. რაც მთავარია, ჩვენი სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდა. ეს მოიცავს ენერგომისიურ მინებს, რომელიც დიდი რაოდენობით აკავებს სითბოს. ასევე, სასტუმროს ნომრის ჭერი და კედლები აშენებულია სპეციალური მასალით, რაც ტემპერატურის მიმოცვლასა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს, სასტუმრო აღჭურვილია თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებითა და სისტემებით, ცეცხლმედეგი კარებით, იატაკით და ფარდებით. სასტუმროში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ ჩვენი პანორამული ხედებით და ესტუმრონ ჩვენს რესტორანს, სადაც ცნობილი ბრენდ შეფის კონსტანტინე თედელურის მიერ მომზადებულ უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებენ “, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა, ილია ცინცაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით პროექტის დაფინანსება, რომელიც სასტუმრო და სამშენებლო სექტორს აძლიერებს. ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. გუნდს წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში. ჩვენ კი მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას,“- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა ერეკლე ვაშაყმაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა