გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ მოაწერეს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე, რესურსული პოტენციალის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობას სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საფუძველზე.

„მოხარული ვარ, მემორანდუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან განახლებული თანამშრომლობის შესაძლებლობით. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით დარგის ყველა მიმართულების განვითარება კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მემორანდუმი სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების თანამშრომლობის საფუძველზე განსაზღვრული დარგობრივი ამოცანების გადაწყვეტას და რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილეები - სოლომონ პავლიაშვილი, კახა კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი გივი ჯაფარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა