პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილის ციხეში დატოვება და სიკვდილის პირას მიყვანა, ქვეყანას ნამდვილად სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს

სააკაშვილის ციხეში დატოვება და სიკვდილის პირას მიყვანა, ნამდვილად სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს ქვეყანას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მოსამართლის მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვს.

„ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუშვებენ. ვესწრებოდი 4 მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტის შეფასებებს, დაკითხვას. დემენცია დაადასტურა ერთმა ექიმმა, ტოქსიკოლოგმა ისაუბრა, რომ მძიმე მეტალებით არის მოწამლული სააკაშვილი, ტრავმატოლოგმა თქვა, რომ სააკაშვილს ისეთი ტრავმები აქვს, თუ არ გადაიყვანთ, ადამიანის პარალიზებას გამოიწვევსო. ყველა საფუძველი აქვს მოსამართლეს, რომ გადაიყვანონ. არ მაქვს მოლოდინი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და თუ არ მიეცემა სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა, ავტომატურად ეს იქნება გადაწყვეტილება სიკვდილის განაჩენის შესახებ. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, სააკაშვილის ციხეში დატოვება და სიკვდილის პირას მიყვანა ნამდვილად სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს ქვეყანას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა