გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრად ისე ამირჩიეს, რომ ჩემთვის აზრი არავის უკითხავს - არ ვაპირებ ვიყო იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტების წესი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე პარტიაში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, პოლიტსაბჭოს წევრად ისე აირჩიეს, რომ მისთვის აზრი არ უკითხავთ. როგორც კირთაძემ აღნიშნა, არ აპირებს იყოს იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტების წესი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„პოლიტიკაში ყველა პარტიულ თანამდებობაზე მაღალი თანამდებობა - თანამოქალაქეების მხარდაჭერაა, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რისთვისაც დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.

იმ ყრილობაზე, რომელზეც არავის მივუწვევივარ, პოლიტსაბჭოს წევრად ამირჩიეს ისე, რომ ჩემთვის აზრი არავის უკითხავს. ბუნებრივია, არ ვაპირებ ვიყო იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა