სოსო გიორგაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) მიწვევით აშშ-ში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქპატენტის ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საპატენტო უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში, რომელიც 6-10 თებერვალს ალექსანდრიაში (ვირჯინიის შტატი) გაიმართება.

„ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 30 ქვეყნის საპატენტო უწყების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ფუნქცია-მოვალეობების, ბიუჯეტის ფორმირებისა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის საკითხების განხილვა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ჰიბრიდული სამუშაო გარემოს შექმნის უპირატესობაზე, მონაცემთა ბაზების გაუმჯობესებასა და მეტი გამჭვირვალობის მიღწევის საშუალებებზე. მონაწილეები იმსჯელებენ, ასევე, სასაქონლო ნიშნებთან დაკავშიებული სამართალწარმოებისა და აპელაციების საკითხებზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები აშშ-ს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. „საქპატენტის“ თავმჯდომარის რანგში, სოსო გიორგაძის პირველი სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 5 დღეს გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

სოსო გიორგაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) მიწვევით აშშ-ში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქპატენტის ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საპატენტო უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში, რომელიც 6-10 თებერვალს ალექსანდრიაში (ვირჯინიის შტატი) გაიმართება.

„ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 30 ქვეყნის საპატენტო უწყების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ფუნქცია-მოვალეობების, ბიუჯეტის ფორმირებისა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის საკითხების განხილვა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ჰიბრიდული სამუშაო გარემოს შექმნის უპირატესობაზე, მონაცემთა ბაზების გაუმჯობესებასა და მეტი გამჭვირვალობის მიღწევის საშუალებებზე. მონაწილეები იმსჯელებენ, ასევე, სასაქონლო ნიშნებთან დაკავშიებული სამართალწარმოებისა და აპელაციების საკითხებზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები აშშ-ს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. „საქპატენტის“ თავმჯდომარის რანგში, სოსო გიორგაძის პირველი სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 5 დღეს გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჯიბადემის კლინიკათა ქსელიდან მსოფლიოს წამყვანი ორთოპედ-ქირურგი ხელმძღვანელობდა
საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება