ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის „ღია კარის დღე" გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის „ღია კარის დღე’’ გამართა, სადაც სხვადასხვა პროგრამის ხელმძღვანელებმა დაინტერესებულ პირებს სასწავლო პროგრამები, ასევე ის შესაძლებლობები და შეღავათები გააცნეს, რასაც მათ უნივერსიტეტი სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის უნვერსიტეტი (UNIK) ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრა დინსტანციურ რეჟიმში გაიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ატვირთული ფოტო-მასალის საფუძველზე უნივერსიტეტი დინსტანციურად დაეთვალიერებინათ. „ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის საფასურის ათ თვეზე გადანაწილებას სთავაზობს. ასევე, სწავლის საფასურის 20%-იანი დაფინანსებით ისარგებლებლებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სტუდენტი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, თუ ის ვერ მოიპოვებს სახლმწიფოს მიერ სწავლის საფასურის დაფინანსებას. უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2020 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული შეთავაზების ფარგლებში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის (სამხედრო მოსამახურე ან სამხედრო მოსამსახურის ოჯახი წევრი (მეუღლე, შვილი) მიერ გადასახდელი სწავლის საფასურის 20%-ის დაფინანსებას. სწავლის საფასურის თითოეულ პირზე 10%-იანი დაფინანსებით ისარგებლებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული ერთი ოჯახის ორი ან მეტი წევრი; სწავლის საფასურის 20%-იანი დაფინანსებით ისარგებლებს სტუდენტი, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარი, ან რომელმაც თავშესაფარი ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში დატოვა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა