"ბაია გალერეა" უკრაინელი არტისტის, ინა ხარჩუკის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

20-24 თებერვალს, "ბაია გალერეა" ცნობილი თანამედროვე ფიგურატიული ხელოვნების უკრაინელი არტისტის, ინა ხარჩუკის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოფენის ორგანიზატორები ავრცელებენ.

„ბოლო 6 წლის განმავლობაში ინა ხარჩუკი აქტიურად ავითარებს თავის კარიერას, უნიკალურ მხატვრულ სტილს და ხსნის ფულად რეკორდებს. ინა თავის ნამუშევრებში შეისწავლის ოჯახის ინსტიტუტს, უკრაინის თვითიდენტიფიკაციის კოდს, არქივიდან ამოღებული ფოტოების ანალიზსა და ისტორიულ კონტექსტს.

ინა ხარჩუკის ნამუშევრები მუდმივად მონაწილეოენ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში და წარმოდგენილნი არიან კერძო კოლექციებში: უკრაინაში, კვიპროსში, კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ინგლისში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.

პროექტი «HERITAGE» ზამთარში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილ ნამუშევართა სერიებს აერთიანებს. თითოეული მათგანი გვიჩვენებს სიღრმისეულ ანალიზს ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ოჯახის ახალი კონცეფცია, კულტურული მემკვიდრეობა, ფესვები და კულტურისადმი ერთგულება. ყოველი თაობა ქვეყნის კულტურულ მემკვდირეობაში ტოვებს კვალს, რომელიც შემდეგი შთამომავლობისთვის ერთგვარი „ამულეტი“ ხდება. მხატვრის ფიგურული აბსტრაქცია აერთიანებს რეალიზმის ელემენტებს სუფთა სპექტრის ფერებთან, რომლებიც მხატვრული ექსპერიმენტების საშუალებით ერთმანეთის სასარგებლოდ ერწყმიან.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. შემოსული თანხის ნაწილი უკრაინელი ოჯახების მხარდასაჭერად „ნინო ქათამაძის ფონდს“ გადაეცემა. კოლექციონერებისთვისა და ინვესტორებისთვის ეს გამოფენა შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება.

ვიზიტის ფარგლებში ინა ხარჩუკი რამდენიმე დღის განმავლობაში არტ-პროგრამას გამართავს. ინა ბავშვებს თერაპიულ ხელოვნების გაკვეთილებს "Deeds4Kids" ჩაუტარებს. ასევე, ჩაატარებს წამყვან კურატორულ ექსკურსიებს და ერთ Artist Talk-ს სტუდენტებისთვის.

გამოფენა 20 თებერვალს 18:00 საათზე გაიხსნება და24 თებერვალს 16:00-ზე, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე დაიხურება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა