საარჩევნო კანონმდებლობის ე.წ. გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ ნორმებში ცვლილებები შედის

საარჩევნო კანონმდებლობის ე.წ. გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ ნორმებში ცვლილებები შედის. “გენდერული კვოტირების“ მოქმედების ვადა ოთხი წლით ხანგრძლივდება, რითაც ინიციატორთა განმარტებით, ქალების პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა კიდევ უფრო წახალისდება.

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც ქალი იქნება (ნაცვლად განსხვავებული სქესისა), ასევე პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი - 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც ქალი იქნება.

კანონპროექტი უმრავლესობამ მოამზადა და ის პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა