Awork-ი ახალი ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც ბაზარზე 2022 წლის 1 ივლისს გაეშვა. გაშვების დღიდან, ევორქის გუნდი მიზნად ისახავს ტექნოლოგიის გამოყენებით შერჩევის პროცესის სრულად გაციფრულებას, როგორც სამუშაოს მაძიებლისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის.
სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, Awork-მა ახალი ინოვაციური პროდუქტი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა. კომპანიებისთვის, რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია, რომელიც დამსაქმებელს ეხმარება მობილურის გამოყენებით შემოსული აპლიკანტების ეფექტურად გადარჩევასა და სასურველ კანდიდატებთან კომუნიკაციის დამყარებაში.
ღონისძიებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის კომპანიის პარტნიორი HR-ები და რეკრუტერები, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში უკვე აქტიურად იყენებენ Awork-ის ინოვაციურ პროდუქტს. შეხვედრაზე სტუმრებს Awork-ის ბიზნეს აპლიკაცია გააცნეს, გასული წელი შეაჯამეს, ხაზი გაუსვეს GITA-ს 150,000 ლარიანი გრანტის მოპოვების მნიშვნელობას და 2023 წლის გეგმებზეც ისაუბრეს. ქართული დასაქმების ბაზრის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის მიზანი უახლოეს მოამვალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 სექტემბერს, Awork-ის გუნდმა ასევე დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც სამსახურის მაძიებლებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, სმარტფონის გამოყენებით მათთვის სასურველ მანძილზე იპოვონ სამსახური, თითის ერთი დაჭერით გაგზავნონ რეზიუმე და დასაქმდნენ სასურველი გრაფიკით.
დღეს Awork-ის პლატფორმაზე 35,000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი და 500-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, მობილური აპლიკაციების ჩამოტვირთვის რიცხვმა კი 30,000-ს გადააჭარბა. Awork-ის რეკრუტინგის აპლიკაციის ჩამოტვირთვას შეძლებთ ბმულზე: https://wrk.ge/install-business
Awork-ის სამუშაოს მაძიებლის აპლიკაციის ჩამოტვირთვას შეძლებთ ბმულზე: https://wrk.ge/aworkapp
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"