ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს დაავალებს.

შესაბამისი შინაარსის ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, პირველ ვიცე-პრეზიდენტს დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტების მსგავსად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საბჭოში სამი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.

ინიციატორები კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რათა „გამოირიცხოს თუნდაც თეორიული ბუნდოვანება, რაც თავის მხრივ, ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართულ და შეუფერხებელ საქმიანობას უზრუნველყოფს“.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს 2023 2 მარტს უფლებამოსილება ეწურება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა