გიორგი სააკაშვილი - მივმართავ მოსამართლეს: სწორი არჩევანი გააკეთეთ! - მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის არის ისტორია და არ იმსახურებს „ვივამედში“ ასეთ მდგომარეობაში იყოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი, მოსამართლე გიორგი არევაძეს გადაწყვეტილების მიღებისას „სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს“.

მისივე თქმით, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში, ოჯახის წევრები სარჩელს სტრასბურგში გაგზავნიან.

„ჩვენ ვხედავთ პროცესები როგორ გაიწელა. დაჩქარებულ რეჟიმში სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა კვირაში ორჯერ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მთავარია, დღეს მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს შუაგასაყარზე ვართ, ან ვირჩევთ ევროპას და ჩვენ მათ ვაჩვენებთ, რომ სრულფასოვანი ქვეყანა ვართ ან ჩვენ წარვდგებით სირცხვილით. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის არის ისტორია და არ იმსახურებს „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს.

დღეს მოვისმინეთ, რომ პოლონეთის მთავრობა მზად არის, მაშინვე გამოუშვას თვითმფრინავი და მიხეილ სააკაშვილს გვერდით დაუდგეს. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ ადამიანს სიცოცხლის უფლება მივცეთ. გიორგი არევაძეს მივმართავ, სწორი არჩევანი გააკეთეთ! ამის გაკეთება თქვენ აქამდეც შეგეძლოთ, ამერიკელი ექსპერტების მიერ იმდენი დასკვნა იყო დადებული, რა საჭირო იყო ამდენი ხანი პროცესების გაგრძელება, მაგრამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ.

ჩვენ არ გავჩერდებით, ბრძოლა გრძელდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მიხეილ სააკაშვილს უნდა დავუდგეთ მხარში. გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, რომ მათ დაჩქარებული წესით განიხილონ საკითხი, ვინაიდან ყოველ დღეს, წუთს აქვს მნიშვნელობა - მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს!

დღევანდელ გადაწყვეტილებას დაველოდოთ, წინასწარ რთულია საუბარი, რადგან ჩვენ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, რა სტრესის ქვეშ ვიმყოფებით მოგეხსენებათ. მჯერა, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანი ნებისმიერ ქვეყანაში უკვე თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ განაჩენს დაველოდოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ძმამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს, 6 თებერვალს გამოაცხადოს. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განჩინების გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა