მთავრობა ქვეყანაში შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ცვლის

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ცვლის.

პარლამენტს განსახილველად „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილი იქნება, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით: შეზღუდოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მაღალკვალიფიციურ შრომას არ მოითხოვს ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს (ან გადააჭარბებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას. გარდა ამისა, მთავრობას უფლება ექნება, წაახალისოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მაღალკვალიფიციურ შრომას მოითხოვს ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ვერ აკმაყოფილებს (ან ვერ დააკმაყოფილებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას.

მკაცრდება არსებული ფინანსური სანქციები შრომითი მიგრაციის წესების დარღვევისათვის. ამ მიმართულებით ახალი სახის ჯარიმებიც შემოდის. უფრო კონკრეტულად, საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან სერტიფიკატის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა). თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას - 3 500 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება მესამედ, გამოიწვევს დაჯარიმებას - 4 000 ლარით, ხოლო მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ჯარიმის სამმაგი ოდენობით (იგულისხმება 4 ათასი ლარის სამმაგი ოდენობა).

საშუამავლო კომპანიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ანგარიშის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების მესამედ ჩადენა, გამოიწვევს ჯარიმის სამმაგი ოდენობით (იგულისხმება 1 500 ლარის სამმაგი ოდენობა).

ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის განუხორციელებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე იქნება.

ჯარიმა წესდება შრომის ინსპექციის საქმიანობისათვის ხელის შეშლისთვის. კერძოდ, სხვადასხვა შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისთვის სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა დაწესდება, რომელიც 1 000 ლარიდან 7 ათასს ლარამდე იქნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა