ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იწყებს დასტაბილურებას - 9,4% არის მიმდინარე ინფლაცია, რაც არის საკმაოდ ოპტიმისტური

ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იწყებს დასტაბილურებას, კერძოდ 9,4% არის მიმდინარე ინფლაცია, რაც არის საკმაოდ ოპტიმისტური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გასული წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა, ინფლაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

„მინდა კიდევ ერთხელ შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მიმდინარე ვითარება. იცით, რომ ჩვენ გასული წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა დაზუსტებული მონაცემები, კერძოდ 10,1% არის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო 2 წელია ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ყოფილა. ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების გააზრებული, გონივრული პოლიტიკის შედეგი. მე, ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ორნიშნა ინფლაცია. გასულ წელს, მოგეხსენებათ, იყო პერიოდი, როცა ინფლაციამ მიაღწია 12-13%-ს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის გლობალური გამოწვევა, პრობლემა, რომელიც დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დროს, შემდეგ გაგრძელდა უკრაინაში ომის შემდეგ. ამას დაარქვეს ევროპაში ომის ინფლაცია და ბუნებრივია, ჩვენ არ ვიქნებოდით გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იწყებს დასტაბილურებას, კერძოდ 9,4% არის მიმდინარე ინფლაცია, რაც არის საკმაოდ ოპტიმისტური და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ინფლაცია. მოგეხსენებათ, ფასები არის ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ხალხს აწუხებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა