კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„აღსანიშნავია, რომ კომიტეტი მუშაობას იწყებს კულტურის დიპლომატიის დოკუმენტზე, რასაც პაველ ჰერჩინსკი მიესალმება და მხარს უჭერს. საუბარი, ასევე, შეეხო კომიტეტის ძირითად ხედვებსა და მიმართულებებს. ამ მხრივ ხაზი გაესვა სახელოვნებო განათლების სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვას. შეხვედრის დასასრულს, სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.