პრემიერი - მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ - არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს

მე მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90- თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს.

„ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბაზრის შესწავლა დაიწყო. თებერვლის ბოლოს დადასტურებულ საბოლოო სურათს წარმოადგენენ. ჩვენი ჩარევის შედეგად, როგორც იცით, ფასები ამ მიმართულებითაც დარეგულირდა და შემცირდა, თუმცა ახლა ჩემს წინაშეა დეკემბრის მონაცემები და ვხედავ, რომ ძალიან მაღალი მარჟებია და ნავთობის იმპორტიორები ჯერ კიდევ მაღალი მოგებით მუშაობენ, რაც მიუღებელია.

მე მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90 თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. აუცილებელია, ეს საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგულირდეს.

მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქე იმპორტიორები ხალხის მდგომარეობას გაითვალისწინებენ და ფასებს შამცირებენ. ამ საკითხს მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება, რათა ცდუნება არ გაჩნდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა