გიორგი სააკაშვილი - პოლიტიკოსი არ ვარ, პარტიის სახელით და ოჯახის სახელით ვერ ვილაპარაკებ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ

პოლიტიკოსი არ ვარ, პარტიის სახელით და ოჯახის სახელით ვერ ვილაპარაკებ, ეს პარტიაში თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას.

გიორგი სააკაშვილი მადლობას უხდის ნიკა მელიას, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქამდე მოიყვანა.

„საკითხს ვუდგები, როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმა, პოლიტიკოსი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თითოეული ადამიანის გვერდზე ვდგავარ, რომელსაც პარტიის მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. თვითონ პარტიაში უნდა გაარჩიონ. რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, რომ უფრო გავძლიერდეთ და გავერთიანდეთ. ერთიანად მმართველ პარტიას დავანახოთ, რომ დღეს არაფერი გასაყოფი არ არის. ჩვენ გვაერთიანებს იდეა, საქართველო და ახლა გარჩევების დრო არ არის.

დღეს მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის პროცესია, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის გადარჩეს. ეს არის შიდაპარტიული საკითხები, ამიტომ, მივესალმები თითოეულ მისწრაფებას, რომელიც ერთიანობას, გვერდზე დგომას გამოხატავს. გუშინ მე პარტიის ყრილობაზე მივედი არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატს გამორჩეულად მხარს ვუჭერ. თითოეულ მათგანს მხარს ვუჭერ, ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი. დიდ მადლობას ვუხდი ნიკა მელიას, რომელმაც პარტია აქამდე მოიყვანა. პოლიტიკოსი არ ვარ, პარტიის სახელით და ოჯახის სახელით ვერ ვილაპარაკებ, ეს რა თქმა უნდა, თვითონ პარტიაში უნდა გადაწყვიტონ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ. ერთი იდეა გვაერთიანებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და ამას ჩვენ მივაღწევთ“,-განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა გუშინ გაიმართა, სადაც შიდაპარტიული არჩევნების შედეგად გამარჯვებული ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ამასთან, გუშინდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც აირჩიეს. დამტკიცებიდან მალევე, პოლიტსაბჭოს ახალარჩეულმა წევრებმა აკაკი მინაშვილმა და ეკა ხერხეულიძემ პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარი განაცხადეს. ყრილობას ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები არ ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა