ლევან დავითაშვილი - ჩვენი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე მარჟები საკმაოდ მაღალია, რაც გარკვეულ ეჭვს ბადებს

ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებმა პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე მუდმივი მონიტორინგი ვაწარმოოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ფასების რეგულირების თვალსაზრისით, სამუშაოები დაწყებულია და მთავრობას ორ კვირაში გარკვეული შედეგები უკვე ექნება.

„პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გაზრდილი ფასები და ეს არ არის მხოლოდ ზოგადი ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე, გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია ზოგიერთ სექტორში ადგილი ჰქონდეს კონკურენციის შეზღუდვას, აქედან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს დაევალა მოკვლევა გაეკეთებინა და ჩვენ რა თქმა უნდა, წინასწარი შედეგები განვიხილეთ.

ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებმა პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე მუდმივი მონიტორინგი ვაწარმოოთ. ჩვენ გვინდა, რომ არაკონკურენტული მოქმედების ფაქტები მაქსიმალურად გამოირიცხოს. ფასები თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობებში უნდა ყალიბდებოდეს. ჩვენი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე მარჟები საკმაოდ მაღალია, რაც გარკვეულ ეჭვს ბადებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ფასები უნდა იყოს ობიექტური, როგორც ეს მედიკამენტების შემთხვევაში მოხდა.

„ერთი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს ის შედეგი, რაც ყველას სურს - ფასები უნდა იყოს ობიექტური, როგორც ეს მედიკამენტების შემთხვევაში მოხდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში შემზღუდავი პრაქტიკა არსებობს. საქართველოში დაგვჭირდება თუ არა დამატებითი ზომების მიღება, ეს უკვე სამუშაო პროცესში გამოიკვეთება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ორი კვირის ვადაში, ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, გარკვეული შედეგები უკვე გვექნება“, - გააცხადა ლევან დავითაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა