საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა, ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაო მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი, ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ლუკა მაისურაძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ბიზნეტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ძიუდოს გრანდ სლემზე გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ლუკა მაისურაძეს კიდევ ერთ გამარჯვებას და საერთაშორისო აღიარებას, ვუსურვებთ შეუპოვრობას, ჯანმრთელობასა და არაერთ ღირსეულ გამარჯვებას პროფესიონალურ სპორტსა და წარმატებებს მის სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში. გვჯერა, რომ ჩვენი სტუდენტი სპორტულ კარიერას კიდევ მრავალი ჯილდოთი გაამდიდრებს,“ - აღნიშნავს დავით გურგენიძე.

მათივე ცნობით, პარიზის ძიუდოს გრანდ სლემზე, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ბრძოლაში ჩეხი მეტოქე დავიდ კლარმეტი დაამარცხა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა