მიხეილ ხიდურელი - „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შექმნილ წარმატებულ პროექტებს ამჯერად გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, გახსნის ღონისძიებაში სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, „აწარმოე საქართველოში“ თანადგომით შექმნილ სასტუმროში, რომელიც 120 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს, 100-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდა. „ინნ ჯგუფმა“ სასტუმროში 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ინნ ჯგუფის“ წარმატებით განვითარება ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით. კერძოდ, ჩვენი სააგენტოს სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით, „ინნ ჯგუფმა“ ბაკურიანის, ქუთაისისა და გუდაურის შემდეგ , ამჯერად გორში გახსნა მაღალი კლასის, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. დარწმუნებული ვარ, მომავალში კვლავ გავაგრძელებთ ერთად საქართველოს სხვა ქალაქებისა და რეგიონების მოცვას“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

„აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში 200-ზე მეტი სასტუმროა დაფინანსებული. შექმნილი სამუშაოების ჯამურმა მაჩვენებელმა კი 5 800-ს გადააჭარბა.

„ინნ ჯგუფი“ 2015 წელს შეიქმნა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს ბაკურიანში, გუდაურსა და ქუთაისში, ასევე საწარმო „ალუტექ ჯორჯიასა“ და სამშენებლო კომპანია „ინნ დეველოპმენტს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა