ლევან დავითაშვილი - მუდმივი დიალოგი გვაქვს დასავლელ პარტნიორებთან - მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია

ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან - მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, უნდა შეუერთდეს თუ არა ქვეყანა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ფრენებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასევე, საავიაციო სფეროს მარეგულირებელ ძირითად უწყებებთან. ავიაციის სფეროში ადმინისტრირება სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან და ნორმებთან, რომელიც არსებობს. მკაფიოდ ვიცავთ ამ პრინციპებს. ასეც გააგრძელებს მომავალში ქვეყანა. ეს ვაჩვენეთ არამხოლოდ ავიაციის მიმართულებით. მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია სხვადასხვა მიმართულებით",-აღნიშნავს დავითაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა