ლევან დავითაშვილი - იმედი გვაქვს, რომ მარტის ბოლოს გვექნება შედეგები, რაც გულისხმობს ხუდონჰესის ახალ ლოკაციას - ეს თავიდან აგვარიდებს სოფლის დატბორვას

ხუდონჰესთან დაკავშირებით პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს - იმედი გვაქვს, მარტის ბოლოს გვექნება შედეგები, რაც გულისხმობს ჰესის ახალ ლოკაციას,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, მართლაც შემცირდეს ჰესის სიმძლავრე, მაგრამ ჰქონდეს საკმაოდ მაღალი გამომუშავება.

„ხუდონჰესთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს პროექტის ექსპერტიზა. ანუ, პროექტის, არსებული მოდელის შეფასება, რომელიც გულისხმობდა ხაიშის თემის დატბორვას, ის ქმნიდა პრობლემებს მოსახლეობასთან.

პრემიერის განწყობა მოისმინეთ, რომ უნდა მოხდეს პროექტის იმგვარად შესწავლა, რომ თავიდან ავირიდოთ არასასურველი ფაქტი. მუშაობა უკვე დაწყებულია. იმედი გვაქვს, რომ მარტის ბოლოს გვექნება შედეგები, რაც გულისხმობს ჰესის ახალ ლოკაციას. ეს თავიდან აგვარიდებს სოფლის დატბორვას. მეორე მხრივ, ეს იქნება იმგვარი გადაწყვეტილება, რომ ენერგოსისტემა და ენერგოპერსპექტივები არ დაზიანდება.

შესაძლოა, მართლაც შემცირდეს დადგმული სიმძლავრე, მაგრამ ჰქონდეს საკმაოდ მაღალი გამომუშავება, გენერაცია, რაც ჩვენი მიზანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება