„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასულ კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ, „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა შერბილების დაწყების პროგნოზი, რომელმაც სებ-ის მიხედვით, მიმდინარე წლის მე-4 კვარტლისაკენ გადაიწია.

„იანვრის ინფლაციამ, დეკემბერში დაფიქსირებული 9.8%-ის შემდეგ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.4% შეადგინა. თუმცა ინფლაციის შემცირება იმპორტულ კატეგორიაზე მოდიოდა, მაშინ როდესაც ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მხრივ, ინფლაციის შემცირებისათვის ჯერ კიდევ დამატებით დროა საჭირო.

წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა დეკემბრის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც, რეალური ეკონომიკური აქტივობის მატებამ კვლავ მაღალი - 11.0% შეადგინა. თავისთავად, მაღალი ზრდა რეფინანსირების განაკვეთის უფრო მოგვიანებით შემცირების არგუმენტია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის პროგნოზი უკვე 4-5%-ის ფარგლებშია. ეს კი, ინფლაციაზე შიდა მოთხოვნის კუთხით, ზეწოლის ნორმალიზებაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, სადღეისოდ, ლარის საპროცენტო განაკვეთების მარტში შემცირება ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება სავარაუდოდ, უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე წლის ბოლო კვარტალში. ამისათვის, აუცილებელია, რომ ინფლაციის შემცირების არსებული დინამიკა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს, რაც პრინციპში არის კიდეც საბაზო სცენარი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა