ლევან ბეჟაშვილი - აქამდე თუ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იწერებოდა კაბინეტებში, პირადი დამსახურებების და მეგობრობის კრიტერიუმებით, ახლა შემოღებულია მკაცრი პრინციპი, პოლიტსაბჭოს წევრის უკან უნდა იყოს ელექტორალური წონა

აქამდე თუ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იწერებოდა ცალკეულ კაბინეტებში, პირადი დამსახურებების და მეგობრობის კრიტერიუმებით, ახლა შემოღებულია ერთი მკაცრი პრინციპი, პოლიტსაბჭოს წევრის უკან უნდა იყოს ელექტორალური წონა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თანამდებობების გამო "მანიპულირებადი კამპანია" მიმდინარეობს, რომელიც უსაფუძვლოა.

„ყრილობამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პარტიის პოლიტსაბჭოს არჩევითობა დააფუძნა რაიონული ორგანიზაციების არჩევითობის და წარმომადგენლობითობის პრინციპზე, რაც გულისხმობს პარლამენტის წევრების და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების პოლიტსაბჭოში შეყვანას. აქამდე თუ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იწერებოდა ცალკეულ კაბინეტებში, პირადი დამსახურებების, მეგობრობის თუ სხვა კრიტერიუმებით, ახლა შემოღებულია ერთი მკაცრი პრინციპი, პოლიტსაბჭოს წევრის უკან უნდა იყოს კონკრეტული ამომრჩეველი, ელექტორალური წონა, რომელიც შესაბამისი არჩევნებით განისაზღვრება. დაკომპლექტდა მხოლოდ 1/3 და დანარჩენი 88 ვაკანსია შევსებული იქნება რეგიონალური ორგანიზაციის ახლად არჩეული თავმჯდომარეების მიერ, რომელთა არჩევის კონფერენციები უნდა ჩატარდეს მარტის და აპრილის თვეში. ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება პოლიტსაბჭოში იყოს, უნდა აიღოს კონკრეტული რაიონი, მოიპოვოს ამ რაიონის მხარდამჭერთა არჩევანი და შესაბამისი სტატუსით მოვიდეს პოლიტსაბჭოში. ამიტომ ეს მანიპულირებადი კამპანია, რომელიც ამ თანამდებობების გამოა ატეხილი, უსაფუძვლოა. მოვუწოდებ კოლეგებს და მეგობრებს, არჩევნები დამთავრდა მეგობრებო, ახლა გვაქვს სხვა გამოწვევები, უნდა ვსაუბრობდეთ როგორ დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან, როგორ მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო