შალვა ხაჭაპურიძე - პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს - ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება

მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს, - ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საკითხზე დღეს დასკვნითი სხდომა იმართება.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებს იმ მოტივებზე, რითაც მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლება, ან სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს.

„საუბარი გვექნება დიაგნოზებზე, რითაც შესაბამის მოთხოვნას დავაყენებთ. ასევე საუბარი გვექნება სამხარაულის დასკვნაზე, დარღვევებზე, რაც მათ დასკვნებში იქნა აღმოჩენილი.

რაც შეეხება გასვლით სხდომას, ამაზეც ვიმსჯელებთ, რამდენიმე წუთში მივიღებთ გადაწყვეტილებას, შევხვდები კოლეგებს.

მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს. აქ წყდება ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. პენიტენციურიც და ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება“ , - აცხადებს ხაჭაპურიძე. .

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა