პარტია „ქართული ოცნება“ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხსა და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.