საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან.

მათი მოთხოვნაა, სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

ისინი მოსამართლე გიორგი არევაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში ელოდებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს თან აქვთ პლაკატები, წარწერით: "თავისუფლება სააკაშვილს".

როგორც ისინი აღნიშნავენ, თუ სასამართლო დღეს სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ისინი სხვადასხვა გეგმას აამოქმედებენ, რაც საპროტესტო აქციების დაწყებას და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს, 6 თებერვალს გამოაცხადოს. დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განჩინების გამოსატანად სათათბიროდ გავა. გამორიცხული არ არის, მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში