გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაურკვეველი ვითარებაა, ამას დაშლის პროცესი ჰქვია - ხაბეიშვილი კეზერაშვილის მარიონეტია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაურკვეველი ვითარებაა, ამას დაშლის პროცესი ჰქვია - ხაბეიშვილი კეზერაშვილის მარიონეტია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის პოლიტიკური წმენდის გადაწყვეტილება ხაბეიშვილს არ ეკუთვნის.

„როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტსაბჭოდან გაუშვეს ადამიანები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ხაბეიშვილის იდეებს, მოსაზრებებს, პოზიციას. შიდა დემოკრატიაზე აქ ლაპარაკი არ არის, ადამიანები დაასახელეს პოლიტსაბჭოს წევრებად მათთან შეუთანხმებლად. ზოგადად, შიგნით, პოლიტიკურ გუნდში, თუ შეიძლება ამას გუნდი ეწოდოს, გაურკვეველი ვითარებაა და ამას დაშლის პროცესი ჰქვია.

რეალურად ყველა ხედავს რაც ხდება, ხაბეიშვილი თავის გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სრულად დამოკიდებულია ადამიანებზე ვინც ფინანსურად ეხმარება, კეზერაშვილს გუშინ ლანძღავდა და როგორც ოლიგარქს და კორუმპირებულს მოიხსენიებდა, დღეს კი წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა მის მარიონეტს. თუკი პოლიტიკური პარტიის წმენდაზე გვაქვს საუბარი, ეს ხაბეიშვილის გადაწყვეტილება არ არის, ეს იმ ადამიანების გადაწყვეტილებაა, ვინც ამ პროცესებს მართავს და სურს ხელისუფლების სათავეში მოვიდეს გარკვეული დროის შემდეგ და არა არჩევნებით, არამედ იმ პროცესით, რომელსაც უნდათ, რომ ხაბეიშვილი ჩაუდგეს სათავეში და ეს არის რევოლუციური სურათი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა