გიორგი სააკაშვილი - რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება - დარწმუნებული ვარ, ევროპული საზოგადოება გვერდით დაგვიდგება

დავასრულოთ პოლარიზაცია, როდემდე უნდა ვიაროთ სასამართლოში? როდემდე უნდა ვამტკიცოთ სიმართლე? - რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში ტოვებენ და წირავენ, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ“.

“ როდესაც ჯანმრთელობას ეხება საქმე, დავასრულოთ პოლარიზაცია, როდემდე უნდა ვიაროთ სასამართლოში? როდემდე უნდა ვამტკიცოთ სიმართლე? რა მდგომარეობაშია ადამიანი?! იმ იმედით შევალ პროცესზე, რომ მოსამართლე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. მაინც, რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვტოვებთ და ვწირავთ ადამიანს, ეგრევე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. დარწმუნებული ვარ, ევროპული საზოგადოება დაგვიდგება გვერდით“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა