კახი კახიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახი კახიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის 12 - პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა მიმოიხილეს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„საქართველო განაგრძობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან დაახლოებას და იმ რეკომენდაციების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად. შესაბამისად, საინტერესოა გავეცნოთ თუ როგორ შეფასებებს აძლევს ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოს მიერ განვლილ გზას და იმ რეფორმებს, რომელსაც ხელისუფლება ამ კუთხით ახორციელებს. პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საინტერესო დისკუსია გავმართეთ“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს